მაღალმთიანი აჭარა სავსეა სილამაზით, ისტორიული ადგილებითა და დიდებული ბუნებით.. ის დაყოფილია მთიან და ზღვისპირა ნაწილად რაც ხდის მას მრავალფეროვანს.. მცირე ზომის მონაკვეთზე მოთავსებული არის ზღვის სანაპირო ზოლი, მთის წვერვალები, ხავერდოვანი ტყეები, ჩანჩქერები, ქვის ხეობები, ტბები, მდინარეები და სხვა მრავალი ულამაზესი ადგილები.. აქ თქვენ შეძლებთ ეწვიოთ აჭარის ღვინის სახლს, რომელიც აგებულია მე-18 საუკუნეში არსებული ღვინის ქარხნის ნანგრევებზე და რომელიც წარმოადგენს პატარა ქარხანას, რომელიც აწარმოებს ექსკლუზიურ ღვინოს - "პორტო ფრანკო"-ს.. ასევე იხილავთ 50 მეტრიან ჩანჩქერს და თამარ მეფის თაღოვან ხიდს, რომლის სავარაუდო ასაკი 900 წელია..