ბათუმი - შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი და პორტი, თანამედროვე საქართველოს მნიშვნელოვანი კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი.. ის ცნობილია ისტორიული ქალაქის ცენტრითა და თანამედროვე ტერიტორიით ცათამბჯენებით.. ბათუმში თქვენ შეძლებთ გასეირნებას სანაპიროს გასწვრივ და დატკბებით პანორამული პეიზაჟებით, იხილავთ ბათუმის ძველსა და ახალ ბულვარს შადრევნებით, ეწვევით ქალისა და კაცის ლითონის ქანდაკებას რომანტიკული სახელწოდებით "სიყვარული", რომლებიც მოძრაობს ერთმანეთისაკენ და ყოველ ათ წუთში ხდებიან ერთმანეთს.. ასევე ნახავთ ქალაქის სიმბოლოს-კოშკს ქართული ანბანით, , ქანდაკებას "მედეა, ოქროს საწმისით", პიაცის მოედანს კოშკით, რომელიც ყოველ სამ საათში უკრავს საქართველოს ეროვნული ჰიმნის მელოდიას.. ამ დროს გამოდის ორი დიდი თოჯინა ქართულ ეროვნულ სამოსში.. ასევე ეწვევით ბათუმის დელფინარიუმს, ხვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარს, არდაგანის ტბას მოცეკვავე შადრევნებით, არგონავტებისა და ევროპის მოედნებს და სხვა მრავალ საინტერესო და რეკრეაციულ ზონებს..